|
2018-11-20 10:41:00, 1107 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები გვექნება
„პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები გვექნება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა,მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ წამყვანის შეკითხვას, თუ რა ნაბიჯებს გეგმავს ხელისუფლება იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეთ პენსიონრებს, რომლებიც „შავ სიაში“ არ ხვდებიან, რადგან პენსიით აღებული სესხის დასაფარი თანხა პენსიიდან ეჭრებათ, მაგრამ ამ სესხის დაფარვა ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ. პრემიერის თქმით, მთავრობა შეიმუშავებს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც პენსიონერებს უფლბებს დაიცავს. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე ისეთი რეგულაცია არსებობდეს, რომელიც პენსიონრების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს ხშირად გვაქვს, როცა ფულადი სახსრების თვალსაზრისით, ჩვენი პენსიონერებისთვის თვიდან-თვემდე ჩამორჩენაა. ეს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს ეხება და ეს სერიოზული გამოწვევაა. აქაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)