14:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 09:57:24, 649 ნახვა

რეგიონი
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მსახიობ კახაბერ შარაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მსახიობ კახაბერ შარაბიძის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოხუმის თეატრის დირექტორსა და მსახიობს, კახაბერ შარაბიძეს წელს სცენაზე მოღვაწეობის 35 და დაბადებიდან 55 შეუსრულდა.
მათი ინფორმაციით, სპეციალურად საიუბილეო საღამოსთვის ვიდეო-კოლაჟი შეიქმნა, სადაც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა არის თავმოყრილი. საღამოზე მისმა მეგობრებმა ხელოვანის მოღვაწეობა და მის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა გაიხსენეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ კახაბერ შარაბიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ კულტურის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის კახაბერ შარაბიძეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics