|
2018-11-19 15:53:32, 1143 ნახვა
საზოგადოება
დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „დუმბაძის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელები ძირეულად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოასფალტდა გზა. დარჩენილია გზაგამყოფები, რომლებიც ერთ კვირაში მოწესრიგდება. მოეწყობა ახალი გამწვანება, თავისი სარწყავი სისტემით. ასევე, ორი კვირის შემდეგ განხორციელდება გზის დახაზვითი სამუშაოები, რადგან შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად, გარკვეული დროის გასვლა აუცილებელია. ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველაფერი ძირეულად იცვლება, რათა სამომავლოდ, მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, დუმბაძის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ბორდიური და ტროტუარი, ხოლო ასფალტის საფარი 17 000 კვ. მეტრ ფართობზე დაიგო. სამუშაოები, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 400 000 ლარი დაიხარჯა, შპს „ენ სი სიმ“ აწარმოა. დუმბაძის გამზირზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)