11:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 08:49:35, 411 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა სტიქიის ზონისკენ მიემართება

თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად გადაადგილდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია სპეც-ტექნიკის  სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის მზად არიან. სამუშაოებში ჩართულია საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა.

„თავდაცვის სამინისტრო გვიანი ღამიდან აქტიურად მონაწილეობს სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოებში. საგანგებო ვითარების გამო სამინისტროს დანაყოფები გვიან ღამიდან მობილიზებულნი არიან. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტიქიით შექმნილ ვითარებას ავსტრიიდან გამოეხმაურა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობის ერთი ნაწილი ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებში იღებს მონაწილეობას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics