|
2018-11-17 14:52:47, 1458 ნახვა
საზოგადოება
პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ქართულ მედიცინაში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა
პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით თბილისში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა უროლოგიაში. უროლოგთა ასოციაციის ცნობით, დღემდე მედიცინის არცერთ დარგში მსგავსი ტიპის ღონისძიება არ გატარებულა. ქართველი ექიმები ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ, შესაბამისად გამოცდაც ინგლისურ ენაზე ბარდებოდა. „ამიერიდან ქართველი ექიმები საქართველოში გამოცდას მშობლიურ, ქართულ ენაზე ჩააბარებენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ექიმებისათვის ეს გამოცდა საქართველოშიც ინგლისურად ჩატარდება. რაც ასე მნიშვნელოვანია ქართველი ექიმებისათვის ეს გამოცდა უფასოა. აქამდე მისი ჩაბარება ევროპაში საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოცდას ასოციაციის წარმომადგენელი 3 ქართველი ტრენერი უძღვება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს არის საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მუშაობა ბოლო 3 წელია ინტენსიურად მიმდინარეობს. მისიის მიზანი კი ევროპულად განათლებული ექიმია საქართველოში! რაც ასე მნიშვნელოვანია ამ მოვლენით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცისათვის გახდება სამედიცინო ტურიზმის ჰაბი, ისევე როგორც მეზობელი ირანისათვის, რაც თავისთავად ნიშნავს სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას“, - აცხადებენ უროლოგთა ასოციაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)