|
2018-11-17 11:53:41, 1206 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა სახეობების აღდგენის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება ველური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ადამიანის აქტივობის ზემოქმედებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნება ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. ერთი ქვეყნის ძალისხმევა ვერ უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების სათანადო დაცვას, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი გაფართოვდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. დღეისათვის, საქართველოში დაცული ტერიტორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძირითად ეკოსისტემებს მოიცავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა ლევან დავითაშვილს საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ არაერთი საერთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში, ისტორიული განვითარების არეალში, ქურციკების აღდგენის პროექტზეც იმსჯელეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ქურციკების რაოდენობა გაზრდილია. კონფერენცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას აზერბაიჯანის გარემოს დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)