|
2018-11-16 20:44:49, 2984 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ახალციხეში ადგილობრივ მცირე მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლეს. გიორგი ქობულიამ მათი საწარმოები დაათვალიერა, კერძოდ: დარეჯან ინასარიძის მიერ გახსნილი კერძო საბავშვო ბაღი (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ), ნინო ვარდიძის ვეტ-კლინიკა (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ) და ამხანაგობა „ფანტაზიის" საკონდიტრო საწარმო (თანადაფინანსების თანხა: 15000 ლ). „მე მიხარია, რომ დღეს შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი დახმარებით წარმატებას მიაღწიეს, თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება, ეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ყველა ბენეფიციარი ახალციხეში თავის სეგმენტში წარმატებით საქმიანობს. მათ თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით შეძლეს თავიანთი ბიზნესებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა, ასევე შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები. „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მოქმედი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. პროგრამა მუშაობს როგორც ახალი ბიზნესების ხელშეწყობის, ასევე უკვე არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების კუთხით.
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)