|
2018-11-16 17:21:30, 1529 ნახვა
საზოგადოება
საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 %-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 6.8%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 127 271 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 118 ფრენით და 6.8%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე. 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 87 301 ფრენა შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 1 821 ფრენით, ანუ 2.1% -ით მეტია. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 39 970 საფრენოსნო ხომალდს მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 297 ფრენით, ანუ 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შეადგენს 35 004 971 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 34 866 კმ-ით და 0.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (14 832), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(5 333), QATAR AIRWAYS (4 758), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (3 726). საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ-მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 6 521), TURKISH AIRLINES (3 692), WIZZ AIR HUNGARY (3 080), FLYDUBAI (1,613), FLYDUBAI(1 872) დაფიქსირდნენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)