|
2018-11-15 17:25:02, 1675 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი არჩევნების თარიღზე: ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი, მაშინ ყველაზე მეტად ივანიშვილი აღშფოთდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების 28 ოქტომბერს ჩატარებას ნეგატიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდა ეს თარიღი გამიზნულად შეარჩია. როგორც სააკაშვილი განმარტავს, მსგავსი შეცდომა 2013 წელს თავადაც დაუშვა და დასძენს, რომ მაშინ ამ შეცდომის გამო ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი აკრიტიკებდა. "28 ნოემბერს დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რა თქმა უნდა ეს არის კანონის უხეში დარღვევა. კანონში ნათლად წერია, რომ არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს მხოლოდ კვირა დღეს. ახლა ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩენვნები კი არ არის, არჩევნების მეორე ტურიაო. რა სისულელეა?! მათი დანიშვნა ოთხშაბათს არ შეიძლებოდა. სხვათაშორის თავის დროზე ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი და მევე გავასწორე. მაშინ ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული. ძალიან მარტივი მიზეზების გამო მან დანიშნა არჩევნები ოთხშაბათს: არის პანიკაში, ისტერიკაში, იცის რომ აგებს არჩევნებს კატასროფულად, დამოუკიდებელი კანდიდატიო იძახოდა და ახლა უკვე საკუთარი სახე გამოაკრა პლაკატზე და კიდევ კობახიძის. მათ რისი იმედი აქვთ - რომ თვითონ, ორგანიზებულად, სამსახურებიდან ხალხს მიიყვანენ და კერძო ბიზნესებს ეტყვიან: თქვენი თანამშრომელი არ გაუშვათ, უცხოეთში ჩვენი თანამემამულეები ვერ მივლენ, იმიტომ რომ იქ გამოსასვლელ დღეს არავინ მისცემს. ამავდროულად უცხოეთში წააგეს 2:1-ზე, სადაც ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა არ ვრცელდებოდა. მინდა მივმართო ბიზნესების მფლობელებს, გაუშვით თქვენი თანამშრომლები ოთხშაბათს ხმის მისაცემად. როგორც კი ისინი წააგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოში მოვა კოალიციური სახალხო ნდობის მანდატით აღჭურვილი ახალი მთავრობა და სულ სხვანაირი სიტუაცია იქნება. მათი ნუ შეგეშინდებათ. მინდა ასევე უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს მივმართო - მეგობრებო მე ჩემს ტავზე გამოვცადე, როგორია იძულებითი ემიგრაციის სიმწარე. აჩუქეთ ეს ერთი დღე სამშობლოს. საქართველოს ბედი წყდება. ჩვენ ვიგებთ, მაგრამ თითოეული თვენგანის წვლილი იქნება ფასდაუდებელი. 28-ში საქართველოში დადგება ახალი რეალობა და ის კიდევ ერთხელ გააოცებს მსოფლიოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)