16:09 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 17:27:46, 1275 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობაში პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. 7 წლის ასაკში მას სახლის დატოვება მოუწია და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. სპორტულ კარიერაში მან მრავალ წარმატებას მიაღწია. 2018 წელს ირმა ხეცურიანი პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს ის ეტლით ფარიკაობაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე, ის, არის ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და მრავალი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი. 2015, 2016, 2017 წლებში იყო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა შორის ფარი B კატეგორიაში (სპინალური დაზიანება). 2017 წელს მან საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მიიღო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics