|
2018-11-14 17:23:21, 1903 ნახვა
კომენტარი
თამარ გუდავა - არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს და დასავლეთშიც
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩვენს, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები არჩვენების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით გაუგებარია, რადგან ასეთი პრეცედენტი საქართველოში წინა ხელისუფლების დროს რამდენჯერმე იყო. თამარ გუდავას თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარებას კანონი არ კრძალავს და ცესკო მას იმ ვადებში ნიშნავს რა მოცემულობაც გვაქვს. „როცა კანონით არ არის შეზღუდული და განსაზღვრული რომ არჩევნები მაინცდამაინც უქმე დღეს უნდა ჩატარდეს, გაუგებარია ოპოზიციის აღშფოთება. მით უფრო, თუ არჩევნების დღე უქმედ გამოცხადდება. არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს და დასავლეთშიც. ამერიკაში არჩევნები ტარდება სამშაბათობით, 2010 წელს ბრიტანეთში არჩევნები ჩატარდა 6 მაისს - ხუთშაბათს, 2013 წელს იტალიაში არჩევნები ჩატარდა ორშაბათს. ყველაფრისგან სენსაციის შექმნა კი მგონი წესად გვექცა.“- განაცხადა თამარ გუდავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)