16:57 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 16:07:45, 1346 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნული ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა.

გიორგი გახარიამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინისტრმა გახარიამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.

გიორგი გახარიამ როს უილსონს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

როს უილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შესრულება 2018 წლის 8 ნოემბერს დაიწყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics