|
2018-11-14 14:27:14, 1224 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ის, რაც სასამართლო სისტემისათვის აქტუალურია საქართველოში, აქტუალურია ხორვატიაშიც
ხორვატიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სასამართლო სისტემისა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებსა და მექანიზმებს გაეცნო. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება თეა წულუკიანმა ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას განიხილა. „ის თემები, რაც აქტუალურია საქართველოში, აქტუალურია ხორვატიაშიც: როგორ უნდა იყოს მოსამართლე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, რაც საქართველოში კანონით არის უზრუნველყოფილი, მაგრამ, ამავე დროს, გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაყრდნობით განახორციელოს მართლმსაჯულება", - თქვა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანი ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის სამმა ტალღამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში სასამართლო სისტემა და მოქალაქეებში მისადმი ნდობა გააჩინა, რასაც სტრასბურგის სასამართლოს 2017 წლის სტატისტიკაც ცხადყოფს. რეფორმის პირველი ეტაპის შედეგად პირველად შეირჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები დემოკრატიული პრინციპით, არამოსამართლე წევრები − პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩანაცვლდნენ ექსპერტებითა და იურისტებით, დაიხვეწა დისციპლინური დევნის პროცედურები. რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში სასამართლო სისტემაში პირველად იქნა შემოტანილი მოსამართლის შეფასების ინსტიტუტი და მათი შერჩევა-შეფასება გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კრიტერიუმებს დაექვემდებარა; მესამე ტალღის ფარგლებში კი, მოსამართლე გათავისუფლდა შესაძლო ზეწოლისაგან საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან, შეიქმნა მისი დამოუკიდებლობის საკანონმდებლო საფუძველი, გაძლიერდა მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტები, აიკრძალა მოსამართლის პოზიციის შეცვლა. იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მე-4 ტალღის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმაც გააცნო, რაც სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შექმნას, საარბიტრაჟო სისტემის განვითარებას და მედიაციის ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. დღესვე იუსტიციის მინისტმა ხორვატიის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და ამ ვიზიტს „ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა: „აქ რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია გადის პატიმრის შრომაზე, რომელიც არის ანაზღაურებადი. ამ პენიტენციურ დაწესებულებაში არის მთელი მეურნეობა, სადაც პატიმრები ეწევიან მეღვინეობას, მეფუტკრეობას, მესაქონლეობას და აქვთ ყოველთვიური ღირსეული შემოსავალი", − თქვა მან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ხორვატიაში დღეს დასრულდება.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)