|
2018-11-14 12:07:16, 1222 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, მეტი გადასახადები დააკისროს მოქალაქეებს
„ქართული ოცნება ცდილობს, მეტი გადასახადები დააკისროს მოქალაქეებს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართული ოცნების“ ინიციატივას - მნიშვნელოვნად გაზარდოს კომუნალური გადასახადები ბინის გამქირავებლებთან დაკავიშირებით. როგორც ჭიაბერაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ევროპულმა საქართველომ“ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ისახავს მიზნად. ცოტა ხნის წინ გააჟღერეს იდეა, რომ გაქირავებულ ბინებში კომუნალური გადასახადები კომერციული იყოს და არა სამომხმარებლო. ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით ოჯახს, რომელსაც თავი ბინის გაქირავებით გააქვს ამ საყოველთაო გაჭირვებაში, მეტი ფული ამოაცალო ჯიბიდან. არადა რა მნიშვნელობა აქვს, იმ ბინაში დენს, გაზსა თუ წყალს ბინის მეპატრონე მოიხმარს თუ ჩამოსული ტურისტი? მთავრობის მორიგი მავლებლობის საპასუხოდ, „ევროპულმა საქართველომ“ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ისახავს მიზნად. ამით ბინის ყველა გაქმირავებელს, ვისი წლიური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან არ აღემატება 30,000 ლარს, გავათავისუფლებთ იმ 5%-იანი გადასახადიდან, რომელსაც ისინი თავისი ბინის საცხოვრებლად გაქირავებისთვის იხდიან. (შარშან ჩვენ ვცადეთ, ასევე 5%-იან ზღვარზე ჩამოგვეყვანა ბინის იურიდიულ პირზე გაქირავების 20%-იანი დაბეგვრაც, მაგრამ „ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი კანონპროექტი). ცალკე დავიწყებთ სემეკში განხილვას, რომ კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე დარჩეს და კომერციულზე არ გადავიდეს. ჩვენი არგუმენტია: ეს ადამიანები არ ეწევიან კომერციას. ისინი ინახავენ თავს ბინის გაქირავებით, მათ თავი გააქვთ ამ საყოველთაო გაჭირვებაში. შესაბამისად, მთავრობა მათ რაც უფრო ნაკლებად შეეხება, მით უფრო მარტივად იცხოვრებს ეს ხალხი“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)