18:32 - 07 Jul, 2026
|
2018-11-13 19:44:15, 2047 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: ძალიან ცუდია, როცა ყველაფერი ლარის დოლართან მიმართებით ფასდება
"ძალიან ცუდია, როცა ლარის დოლართან მიმართებით ფასდება ყველაფერი", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ფინანსტა მინისტრი ვარაუდობს, რომ ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება. "ლარის თემას ყველა ბრუნვაში ვატრიალებთ. საგარეო ფაქტორი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, მაგრამ არა ერთადერთი. ძალიან ცუდია, როცა ლარის დოლართან მიმართებით ფასდება ყველაფერი, დაწყებული ეკონომიკური მდგომარეობით და დამთავრებული პენსიით. ინფლაცია გვავიწყდება, არადა ინფლაქცია მიზნობრივზე დაბალია. პრაქტიკულად, ტერმინები ჩანაცვლდა და ეს ორი ტერმინი გაიგივდა. მე ვიცი, რომ თქვენ ამას აცნობიერებთ და ეს ერთი და იგივე არ არის. ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)