|
2018-11-13 14:30:49, 1344 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიენსს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა განიხილეს. „ამ აქტიურობით ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ თანამშრომლობა და ინიციატივა, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარვადგინეთ, კერძოდ, ნატო-საქართველოს მზაყოფნის ცენტრის შექმნა ვაქციოთ რეალობად და სწორედ, ამ რეალობას სჭირდება ადეკვატური ინფრასტრუქტურა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სამხედრო აეროდრომის განვითარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემებს აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება წარმოადგენდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)