|
2018-11-13 10:05:10, 1687 ნახვა
ეკონომიკა
ლოს-ანჯელესში ქვევრის ღვინო წარადგინეს
ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine" (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდენ. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). ,,RAW Wine" ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ტიბაანი", „მეღვინეობა ართანა", „ღვინის ქურდები", „ახმეტის ღვინის სახლი" და „ნიკალას მარანი". გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. აღნიშნული კომპანიები ასევე მონაწილეობდნენ ნოემბრის დასაწყისში ქალაქ ნიუ-იორკში გამარულ ამავე ფორმატის გამოფენაზე ,,RAW Wine NY. ,,RAW Wine" ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზაზრე, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)