18:33 - 07 Jul, 2026
|
2018-11-12 17:15:11, 1769 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - შსს მზად არის, ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინოს
შსს მზად არის, ნებისმიერ დროს წარმოადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხს შს მინისტრ გიორგი გახარიას ესაუბრა: „დღეს დილით მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)