|
2018-11-12 13:54:11, 1907 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი ზურაბიშვილზე: არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მას არ სჯერა, რომ ზურაბიშვილს ემუქრებიან. "არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს, ეს დიდი ალბათობით ტყუილია, როგორც ბევრი სხვა რამ. თუ ამ განცხადებას რამე საფუძველი აქვს, პოლიცია და სუს-ი მათ ხელშია და მიაკვლიონ, ის კი უტყუარი ფაქტია, რომ მოღალატე სალომე ნამდვილად ემუქრება ჩვენ გმირ სამხედროებს ციხეში ჩასმით იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სამშობლო და ამას ის ვერანაირი ვირეშმაკობით და თავის მოკატუნებით ვერ გადაფარავს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)