|
2018-11-10 19:10:41, 1692 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი: ნუ ჩაიხდით შარვალს - უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა
„ნუ ჩაიხდით შარვალს, მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ინაშვილი ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქციის მონაწილეთა ნაწილის ქმედებას გამოეხმაურა, რომლებმაც ე.წ. მესაზღვრეებს უკანალი მიუშვირეს. „შარვლის ჩახდით და უკანალის გამომზეურებით, ეტყობა, ქვეყანა გამთლიანდება (?!)... მამაკაცი ნებაყოფლობით შარვალს იხდიდეს და პიარ-აქციაში მონაწილეობდეს, თან, ვიდეოკამერების წინ! თან, ამას ქვეყნისადმი სიყვარულით ხსნიდეს, ასეთი რამ "ბანანის" რესპუბლიკაშიც არ მოხდება. როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირდაპირ ვეუბნები ამ ე.წ. კაცებს: თქვენ ომში წასაყვანი ხალხი არა ხართ. შარვალჩახდილი კაცი ომს ვერ იგებს. დამწყებ ენთუზიასტებს ვეუბნები: ნუ ჩაიხდით შარვალს, მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა. უკანალი უკანალად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთი კითხვა მაქვს: ესაა პროვოკაცია, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად. რას აპირებთ? ამ შარვალჩახდილებს უნდა დააწყებინოთ ახალი ომი? მათი მიზანიც ეს არის“, - წერს ინაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)