|
2015-06-13 09:39:26, 881 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. საქართველო მეორე წელია, რაც წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. კონკურსის მიზანია წერილის წერის მივიწყებული ტრადიციის აღდგენა და ახალგაზრდებს შორის წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზება. წელს კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსი ჩატარდა თემაზე -„როგორ სამყაროში მსურს, რომ გავიზარდო“. სპეციალურად შექმნილი ჟიური მიღებული 500 წერილიდან კონკურსში მონაწილე 3 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც საქართველოს ფოსტის ადმინისტრაცია დააჯილდოებს. პირველ ადგილზე გასული საუკეთესო ნაშრომი გაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე. გამარჯვების შემთხვევაში ნაშრომის ავტორი გაემგზავრება შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, სადაც მსოფლიო საფოსტო კავშირის შტაბბინაში მდებარეობს. იქვე 2015 წლის 9 ოქტომბერს, საერთაშორისო ფოსტის დღეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ცნობისთვის, წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1969 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. კონკურსი 1971 წლიდან სისტემატურად იმართება და მასში მსოფლიო საფოსტო კავშირის ყვველა წევრი ქვეყანა მონაწილეობს. წერილის თემას ყოველწლიურად მსოფლიო საფოსტო კავშირი განსაზღვრავს. კონკურსში მსოფლიოს 192 ქვეყანა მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)