|
2018-11-09 16:17:37, 1893 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი საქართელოში ბინადრობის უფლების შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების შედეგების შესახებ იმსჯელა. კომიტეტის აპარატის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა ორი კვირის განმავლობაში მოწმდებოდა, რის შედეგადაც 35 000 ხელმოწერიდან 30 130 ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ინიციატივას მიეცეს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებით გათვალისწინებული მსვლელობა. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრებას. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ბინადრობის ნებართვის სახეები კერძოდ, · უქმდება 35 000 დოლარის სანაცვლოდ ნებართვის გაცემა. · ინვესტიციის მოცულობა იზრდება 300 000 ლარიდან 500 000 დოლარის ექვივალენტამდე ლარში. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს. კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების - გიორგი კახიანისდა გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ". წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო გერბის, დროშისა და ჰიმნის გამოყენების წესები, რაც ცალკე საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, „სახელმწიფო სიმბოლოებოს გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს კანონით დარეგულირდება. სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების, გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების მინიჭების წესი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიუციაში შეტანილი ცვლილებებით განსაზღვრულ რეგულაციასთან, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს ანიჭებს კანონით დადგენილი წესით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, წარმოდგენილ კანონპროექტებში მეორე მოსმენის შემდეგ რედაქციული ცვლილება არ განხორციელებულა, დოკუმენტები წარმოდგენილია იმავე რედაქციით, როგორც იყო მეორე მოსმენისას. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)