09:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 14:39:49, 526 ნახვა

რეგიონი
დმანისის, წალკის და ახალქალაქში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ  კოთელიაში  რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება, რომლებიც 2019 წელს ამოქმედდება. თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.

საწარმო  აღიჭურვება სრული ციკლისათვის საჭირო დანადგარებით, როგორც  ყველის დამზადებისათვის საჭირო აღჭურვილობით, ასევე რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით. აღსანიშნავია რომ საწარმოში შესაძლებელი იქნება ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება. 

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა   სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოქმედ საწარმოში  გადამუშავებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  მიიღოს  გაზრდილი შემოსავალი.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულს ყავს არანაკლებ 200 ფური.   25 %  გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს  8 წლის განმავლობაში. 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს   უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტის,  დამბალხაჭოს  სამრეწველო  წარმოებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics