|
2018-11-08 18:47:31, 1436 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი სერ ალან დანკანს შეხვდა
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დანკანის შეხვედრაზე აღინიშნა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. სერ ალან დანკანის შეფასებით, საქართველო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში სამაგალითოა და მთავრობის რეფორმების ამბიციური პროგრამა მისასალმებელია. განსაკუთრებით აღინიშნა განათლების რეფორმის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების როლს - პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში, დიდ ბრიტანეთთან თავდაცვის სფეროში არსებული პარტნიორობა, ასევე თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, რის შესახებაც დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ბოლო დღეებში სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე, რასთან დაკავშირებითაც სერ ალან დანკანმა შეშფოთება გამოთქვა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი ასევე შეეხო ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის" (GGF) ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაში. პრემიერ-მინისტრმა სერ ალან დანკანს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)