|
2018-11-08 15:05:23, 1089 ნახვა
საზოგადოება
სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება 1 წლით შეუნარჩუნდებათ
მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ. კერძოდ, ოფიციალური შემოსავლის მიღების შემდეგ, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, პროგრამის მონეტარული კომპონენტი - ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, ხოლო მეორე წელს - შეუნარჩუნდებათ არაფულადი ტიპის დახმარებები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის შეღავათები. „როგორც პარლამენტში ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებული გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ყველა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ვინაიდან ის მომენტი, რომ ადამიანი მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას კარგავდა, გარკვეულწილად იყო ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს ოფიციალურად დაეწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ძალიან დადებით მოლოდინები გვაქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)