10:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 19:48:55, 2137 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality - ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც სინგაპურში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიოში 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality - ის მმართველ დირექტორს შრიდჰარ შანკადს და გაყიდვების დარგში ვიცე-პრეზიდენტს პონტუს აპელქვისტს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კომპანიის პროექტებზე, რომელიც ვირტუალური და გაფართოებული რეალობის, 3D ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაზრდასა და მუშახელის გადამზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის პერსონალის კვალიფიკაციის ხარისხს და დამსაქმებლის რისკებს მინიმუმადე ამცირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანიის შოურუმი დაათვალიერა და ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი სინგაპურში ირაკლი ასაშვილი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics