|
2018-11-06 15:33:22, 1339 ნახვა
საზოგადოება
GAU-ში სტარტაპკურსი იწყება
„თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის" სტარტაპკურსი გრძელდება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) შემდეგ უკვე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინაცვლებს. ორი თვის განმავლობაში, GAU-ს სტუდენტები ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალი მენტორებისგან მიიღებენ. სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები/რეკომენდაციები და დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო. სტარტაპკურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება, მათთვის ინსპირაციის მიცემა, რომ რეალობად აქციონ იდეები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი შესაძლებლობები.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)