|
2018-11-05 15:01:37, 1413 ნახვა
პოლიტიკა
„ბორის დაგიძველდა ხრიკები და მოემზადე ხელისუფლების გადაბარებისთვის“ - სააკაშვილი ივანიშვილის მიმართვას ეხმაურბა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მიმართვას ეხმაურება. სააკაშვილი საქართველოს ყოფიილი პრემიერ-მინისტრი "ქურდს" შეადარა. მისივე თქმით, ივანიშვილ მოსახლეობის მოტყუებას გააგრძელებს და საზოგადოებამ ამის შანსი მას არარ უნდა მისცეს. "თქვენ შეიძლება იხილეთ დაფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი. იცით რა მომაგონა მისმა სახემ - აი ისეთი სახე ჰქონდა ქურდს რომ დაიჭერ სახლთან ნაქურდალით და ხელი რომ გაქვს ჩაჭიდებული, ის კი, გეხვეწება - ოღონდ ამ ერთხელაც გამიშვი და ცხოვრებაში აღარ ვიქურდებ, ოღონდ პოლიციაში არ ჩამაბარო, გამოვსწორდები და სწორ გზას დავადგები. ხომ იცით რომ თუ გაუშვით ჯერ ერთი აუცილებლად ბოლომდე გაგძარცვავთ, მერე შეიძლება დანაც გაგიყაროთ. აი ასევეა ივანიშვილი - იძახის გამოვსწორდებიო და ამასობაში უბან-უბან დაძრწიან კრიმინალები, აშინებენ ხალხს, მისი გამგებლები ცემენ კოორდინატორებს, ხალხს ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით. ამის გამოსწორება არ შეიძლება. ამ კაცმა ბოლო ორ წელიწადში თქვენი ჯიბიდან ამოგაცალათ 3 მილიარდი ლარი. გამოსწორდება კი არა, თავის დეიდაშვილ უჩას დაიჭერს?! საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერს?! ფარცხალაძეს რამეს უზამს, ჩხარტიშვილს რამეს უზამს?! საბანკო მაფიას, ხაზარაძეს რამეს უზამს?! რა თქმა უნდა არაფერს, ის ისევ მოგადგებათ თქვენ. ახლა თუ გაუშვით, მას არა მხოლოდ არაფრის შესრულება არ უნდა, მას აქვს ძალიან მზაკვრული გეგმები, ძალიან საშიში ქართველი ერის მომავალთან და თითოეულ თქვენგანთან დაკავშირებით. ახლა ის არის როგორც არასდროს სუსტი. ქართველი ხალხი დღეს გამარჯვებულია და ეს ჭორვილელი აფერისტი თავისი ვირ-ეშმაკობით ცდილობს ცხვირწინ აგწაპნოთ თქვენ, ჩვენი, ყველას გამარჯვება. ჩვენ გვაქვს ახლა ძალა, თქვენ ამ ძალას ის ვეღარ წაგართმევთ ვერასდროს. მისი მოტყუების კბილი ქართველმა ერმა მოიცვალა. ბორის დაგიძველდა ხრიკები და მოემზადე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის. ვერაფერსაც ვერ გააფუჭებ, ყველაფერი იქნება კარგად.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)