|
2018-11-05 11:05:08, 817 ნახვა
საზოგადოება
გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2018 წლის 9 თვის ანგარიშს აქვეყნებს. 2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 31 651 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ; 9 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 19 180 საქმე; აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 181 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 2 663 შემთხვევაში. სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა.აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)