|
2018-11-05 10:01:52, 1410 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია სამეგრელოში ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება მოკვლევას ჩაატარებს, თუმცა ამ ეტაპზე, ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. „მე არ ვიცი, რა არის „ძველი ბიჭი“. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძელებს მომავალშიც. სხვა ვერცერთ დროს ვერ დამისახელებთ, როდესაც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა უფრო ეფექტურად. რაც შეეხება სიებს და სხვა ჭორებს, ამაზეც იყო საუბარი. როგორც ჩანს, სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი მოკვლევა დასჭირდება და თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება. ჯერჯერობით ვიცით სიტყვის დონეზე, თუ ეს ფაქტი დადასტრუდება, გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ამ რეგიონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საქმეს აღვძრავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)