14:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 15:52:11, 1126 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: თუ ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდეს ხელში, კანაფის კულტივაციის კანონპროექტს უმოკლეს ვადებში დააბრუნებენ

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მთავრობის გადაწყვეტილებას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იყო მაგალითი, თუ რა შეუძლია საზოგადოებას თუკი ის გაერთიანდება.

"პირველ ტურში საქართველოს მოქალაქის, მთლიანად ქართული საზოგადოების, გაერთიანებული ოპოზიციის და ეკლესიის პოზიციამ ნაყოფი გამოიღო. მილიონმა ამომრჩეველმა უარი უტხრა ივანიშვილს, ე.წ. ქართულ ოცნებას, მილიონმა ამომრჩეველმა აიძულა ის, უარი ეთქვა კანაფის წარმოებაზე, ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევაზე და ხელისუფლების ნარკო-ბარიგად გადაქცევაზე. დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქის წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოებისა და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება. თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თვითონ ბატონმა ივანიშვილმა აღიარა, რომ მარიხუანის წარმოება მისი იდეა იყო, რომ ის პირადდად არის ამაში დაინტერესებული, რომ პირადად აპირებს ამ პროექტის განხორციელებას, საკუთარი მოგებისთვის და დარწმუნებული იყავით, თუ მან ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის პოსტი, აუცილებლად, უმოკლეს ვადებში, ისევ შემოიტანს ამ კანონპროექტს პარლამენტში. არასოდეს ოლიგაქრი უარს იტყვის, როგორც ეს თავად განაცხადა, 500% მოგებაზე. მაგრამ ამ მიზანს ივანიშვილი ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ მეორე ტურში საქართველოს მოქალაქის პოზიცია იქნება ისეთი ცალსახა და მკაფიო, როგორც ეს იყო პირველ ტურში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics