|
2018-11-02 15:14:28, 902 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი გორსა და ქედაში მომხდარ ფაქტებზე - ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს, დამნაშავეები აგებენ პასუხს
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რამდენიმე დღის წინ, გორში მომხდარ 8 წლის ბავშვის მკვლელობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. „რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა ბახტაძემ. ამასთან, მამუკა ბახტაძემ, მწუხარება გამოვთქვა ტრაგედიაზე, რომელიც ქედაში, სოფელ დოლოგანში დატრიალდა. „გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკავებულია 3 პირი. თუ დადგინდა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების წესები, ყველა მათგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ასეთი შემზარავი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)