|
2018-11-01 14:44:32, 1556 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრ ქვეყნად აირჩიეს
ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე, საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში 115 წევრი ქვეყნიდან ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. 1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა. ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) კი წარმოადგენს არსებული სისტემის უმთავრეს ნაწილს, რომელიც 1978 წელს შეიქმნა ნავთობის დაღვრის შედეგად დაზარელებულთათვის კომპენაციის გაცემის მიზნით, 1992 წელს კი ძალაში შევიდა ფონდის კონვენცია. საქართველო ზემოაღნიშნულ კონვენციას შეურთდა 2001 წელს და მას შემდგომ აქტიურად ღებულობს მონაწილეობას IOPC funds-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ხოლო ფონდის წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს ყველა ინიციატივას საზღვაო მიმართულებით. 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, რიგით მეორე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2018) ესწრებოდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბატონი ჟოზე მაურა. აღსანიშნაავია, რომ ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი წევრი ქვეყნების მხოლოდ 15 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, მათ შორის 2018 წლიდან უკვე საქართველოც იქნება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)