|
2018-11-01 10:47:43, 907 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეა საერთაშორისო პრინტ ფესტივალის დასკვნით ნაწილს მასპინძლობს
საერთაშორისო პრინტ ფესტივალი თუშეთისა და ბათუმის შემდეგ თბილისში - თიბისი გალერეაში გრძელდება. გამოფენა ზაფხულში, სერიგრაფიის ერთთვიანი ვორქშოფების ფარგლებში ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს იხილავს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტებთან ერთად, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და შვეიცარიიდან აერთიანებს. საერთაშორისო პრინტ ფესტივალი - „LIFE - N - STYLE" საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ხელით ბეჭდვის მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. „DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - წლევანდელი ფესტივალის თემაა. გამოფენა თიბისი გალერეაში 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)