|
2018-10-31 18:18:04, 1231 ნახვა
საზოგადოება
ქედაში, კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა
ქედაში, სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. „ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში, კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გამოკითხვაზე უკვე დაბარებულები არიან კომპანიის წარმომამდგენლები“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)