|
2018-10-31 14:12:01, 1555 ნახვა
კომენტარი
რატიანი „ოცნებას“: როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება
„როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება. ეს ბუნებრივია და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდში არის კრიზისი და ამის ფონზე დემოკრატიულობის ტესტი ბარდება. „მთავარი, რის გამოც თქვენ დამარცხდით, არის ის სიღარიბე, რომელიც თქვენ მოიტანეთ; მთავარი იყო კორუფცია, რომელიც მოიტანეთ და დააბრუნეთ შევარდნაძის დროინდელი კორუფცია; მთავარი იყო ის ძალადობა, რომელიც დააბრუნეთ; მთავარი იყო ის, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ სარალიძის შემთხვევაში თქვენი ჩინოვნიკები ხელს აფარებდნენ მკვლელებს და მთავარია, რომ მათ დაინახეს თქვენ, პარლამენტი, ხელს აფარებდით პროკურორებს. სწორედ ამიტომ გითხრათ ქართველმა ხალხმა უარი. ქართველმა ხალხმა გააცნობიერა თუ რა საშიშროების წინაშე იდგა. თქვენმა პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი, ამას არ დაუშვებდა ქართველი ამომრჩეველი და ხალხი. თქვენმა პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი, ამას არ დაუშვებდა ქართველი ამომრჩეველი და ხალხი. დემოკრატიულობის ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც არის კრიზისი და თქვენ გაქვთ სერიოზული კრიზისი. დემოკრატიულობის ტესტი მაშინ არ არის, როდესაც იგებთ და კარგი რეიტინგები გაქვთ. ეს ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც აგებთ არჩევნებს და სწორედ ამ დროს, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აგებდით და საკმაოდ სუსტად გრძნობდით თავს, მიმართავდით ძალადობას. თქვენ მიმართავდით ძალადობას კორცხელში, გუშინ ეს იყო ამაზრზენი რაც თქვენ გააკეთეთ, ახალქალაქში დაარბიეთ გრიგოლ ვაშაძის შტაბი და იძალადეთ იქ ადამიანებზე. ეს არის ცუდი, როდესაც ეთნიკურად სომხებმა, ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა გითხრეს თქვენ, რომ არ დაუშვებდნენ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში.ბევრჯერ მითქვამს, როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება. ეს ბუნებრივია და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. მთავარია, რომ ეს დამარცხება არ იყოს მტკივნეული ქვეყნისთვის და არ იყოს მტკივნეული საზოგადოებისთვის, თქვენთვის და ჩვენთვის ყველასთვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)