|
2018-10-31 13:39:40, 1050 ნახვა
კომენტარი
კალაძე: არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რომ გზა მხოლოდ მოიფრეზოს და ახალი საფარი გადაეგოს, ეს გაკეთებული საქმე არაა
„ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რომ გზა მხოლოდ მოიფრეზოს და ახალი საფარი გადაეგოს. ეს არ არის გაკეთებული საქმე“ - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფუნდამენტურად უნდა განხორციელდეს. „ჩვენ თუ გვინდა, რომ წლების განმავლობაში არ შევეხოთ ამ კონკრეტულ ადგილებს, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულება. მე მხედველობაში მაქვს მიწის ქვემოთ ჩასვლა და იმის გაკეთება, რაც იქნება გასაკეთებელი, წყალი იქნება თუ სადენები, რომელიც გადადის ჰაერში. ყველაფერი მიწის ქვემოთ ჩავა. ყველა პროექტზე გვაქვს ერთნაირი მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება, რომ უნდა მოვაწესრიგოთ სანიაღვრეები, წყალარინების სისტემა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, რომ ისე არ დაგვემართოს, ახალი გზა გადავაგოთ და შემდეგ, რამდენიმე კვირაში გადათხრა მოგვიწიოს დაზიანებების გამო. ამას დრო სჭირდება და ამის გამო გარკვეული შეფერხებები იყო ქალაქში, მაგრამ ყველამ გავითავისოთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება თბილისისთვის და მისი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, 20 დღის ვადაში დასრულდება ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ მიზნით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში მოძრაობა გადაიკეტება ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე. „საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. მხედველობაში მაქვს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, წყალარინების სისტემის მოწესრიგება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და სერიოზულ პრობლემას ქმნიდა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, გზის საფარი იქნება მოწესრიგებული, ასევე, საპარკინგე ადგილები. შეუძლებელი იყო მანქანა გაეჩერებინა იქ ადამიანს. თვითონ ქუჩაც ვიწროა და ამის შესაძლებლობა არ იყო, თუმცა ჩვენ რა რესურსიც გამოვნახეთ, შევქმენით დამატებითი საპარკინგე ადგილები და არსებულ საპარკინგე სივრცესაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც“ ახორციელებს. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
(NS)
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)