02:16 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 14:09:51, 1447 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე: თუ ვაშაძე მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება

"თუ გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვაშაძის პირობა, ახალაიებისა და მერაბიშვილის შეწყალების შესახებ, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში და ამის დაშვება არ შეიძლება.

„მე არ მინდა საჯაროდ ვისაუბრო იმ მიზეზებზე და გარემოებებზე რომელთანაც არის დაკავშირებული ამ შედეგების დაფიქსირება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს საქარველოში სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება. რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რაც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მიმართული შემდეგ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის წარმოადგენს პრობლემას, მის პოლიტიკური რეანიმაციისთვის წარმოადგენს პრობლემას. ჩვენ კარგად ვიცით რას აპირებს სააკაშვილი და მე დარწმუნებული ვარ ამ საფრთხის წინააღმდეგ შევკრავთ პირს და გავერთიანდებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics