21:57 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 12:25:39, 792 ნახვა

საზოგადოება
„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე“ - ზაზა სარალიძემ საავადმყოფო დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა.

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთაველის გამზირზე, შვილმოკლული მამების აქცია კვლავ გაგრძელდება.

„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჯანმრთელობა როგორ და რა დოზითაც გამიშვეbს, იმ დოზით ვიქნები რუსთაველზე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის რა თქმა უნდა, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება. პროკურატურა ჩემთვის პროკურატურა არის. დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს, თუ ჩხოროწყუ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძის საქმეს, რუსთავის რაიონულ პროკურატურა განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics