|
2018-10-29 19:12:06, 1329 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: 5 წელი ღიად ვეუბნებოდი „ქართული ოცნებას“ სად იყო შეცდომები, მაგრამ მხოლოდ კრიტიკა მესმოდა
„5 წლის განმავლობაში ძალიან ღიად, ვეუბნებოდი „ქართულ ოცნებას“, თუ რა არის პოლიტიკურად სწორი და მცდარი ნაბიჯი. მე ეს მისია მიმთავრდება. ახლა თვითონ შეძლონ, წაიკითხონ ის გზავნილები, რომელიც მათ მისცა საზოგადოებამ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიბინგზე განაცხადა. კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუ ის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ჰიპოთეტური მსჯელობის საგანია. „ჩემი შეხედულებით თუ რა არის პოლიტიკურად სწორი და მცდარი ნაბიჯი, ამის თაობაზე 5 წლის განმავლობაში ძალიან ღიად, მათ შორის მედიით ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფ ჯერ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მერე უკვე პარტია „ქართულ ოცნებას“. მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე. ახლა თვითონ შეძლონ, წაიკითხონ ის გზავნილები, რომელიც მათ მისცა საზოგადოებამ. 5 წელი ამას ვაკეთებდი, ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო. თუმცა, 5 წლის განმავლობაში, მე მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები. ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არის რეალური წარსული. 2013 წელს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იმის ნახევარი ფინანსური რესურსით, რაც დღეს დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, ხოლო არც ერთი რაიონული გამგეობა, რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არ იყო, როგორც ახლაა, როცა ყველა რაიონული სტრუქტურა „ქართული ოცნების“ ხელშია, ნახევარი ფინანსებით, ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასთვის ცნობილია - 62%. ეს არის ფაქტობრივი პასუხი კითხვაზე - რა იქნებოდა, დანარჩენი ჰიპოთეტურია“, -აღნიშნა მარგველაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)