|
2018-10-29 16:13:30, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მედიას, პროფესიული ეთიკა უმაღლეს დონეზე დაიცვან
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარგარეტა სედერფელტის განცხადებით, საქართველოშო 2008 წლის შემდეგ საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა. როგორც სედერფელტმა აღნიშნა, პრეზიდენტობის კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი პარლამენტის წევრი შედიოდა და ეუთო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. „აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მეორე ტურის მიმდინარეობსაც დავაკვირდებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არჩევნებზე მესამედ ვარ დამკვირვებლად. პირველად აქ 2008 წელს ვიყავი. დავინახე, რომ საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა. მინდა ავღნიშნო ქართველი ხალხის დამსახურება დემოკრატიის სასარგებლოდ. კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და თავისუფალი წვდომა ჰქონდათ დამკვირვებლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს. მედიის დამოკიდებულება პოლარიზებული და პოლიტიზებულია, ხარისხიანი ინფორმაციის მიღება კვლავ პრობლემად რჩება. იყო ზედაპირულობა და მიკერძოებულობა, რომელიც ზოგიერთმა მოთამაშემ საარჩევნო კამპანიისას გამოამჟღავნა. ამას უარყოფითი გავლენა აქვს დიალოგზე სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს განსაკუთრებით საწყენია, რადგან საქართველოში აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. რაც შეეხება წინასაარჩენო გარემოს, ის ნეგატიურ ფონზე მიმდინარეობდა. მინდა, მოვუწოდო საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიონალური ეთიკა უმაღლეს დონეზე დაიცვან, განსაკუთრებით მეორე ტურის დროს“, - განაცხადა ეუთო-ს წარმომადგენელმა და აგრეთვე, საქართველოს მოსახლეობას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას კეთილგანწყობისა და თანაშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ, მეორე რაუნდისთვისაც ჩამოვალთ საქართველოში“, - დასძინა მარგარეტა სედერფელტმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)