|
2018-10-28 22:15:36, 1936 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: პარალელურ რეჟიმში დათვლილი 100 უბნიდან 92-ში ვაშაძე ლიდერობს
„ჩვენ გვაქვს თითოეულ საარჩევნო უბანზე პარალელური, ხმების დათვლის მექანიზმი და 100 უბნიდან 92-ში ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან კონკრეტულად წარმოადგინა რამდენიმე საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. „საარჩევნო უბნებზე ჩვენ აწყობილი გვაქვს ხმების პარალელური დათვლის მექანიზმი და დაიწყო პირველადი მონაცემების შემოსვლა. დაახლოებით 100 უბნის მონაცემი გვაქვს უკვე, მთელი საქართველოს მასშტაბით. გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს თითქმის ყველა ამ უბანზე, დათვლილი 100 უბნიდან 92-ში ლიდერობს ვაშაძე, დანარჩენ 8 უბანში, 6-ში დავით ბაქრაძე, ხოლო ორგან სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი დაახლოებით პროცენრტული მაჩვენებელი 40-ზე გაცილებით მეტია. მე შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტულ უბნებზე შედეგები: წყალტუბო 47-ე უბანი: გრიგოლ ვაშაძე - 227, დავით ბაქრაძე - 89, სალომე ზურაბიშვილი - 80. მარნეული მე-80 უბანი: გრიგოლ ვაშაძე - 142, სალომე ზურაბიშვილი - 49. გარდაბანი - აქტაკლია: გრიგოლ ვაშაძე -144, სალომე ზურაბიშვილი -65. დმანისი 42-ე: გრიგოლ ვაშაძე -96, სალომე ზურაბიშვილი -22 ჩხოროწყუ მე-20 უბანი: გრიგოლ ვაშაძე -105, სალომე ზურაბიშვილი -97. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს მთლიანად აწყობილი პარალელური დათვლის მექანიზმი, უბნებში, როემლიც უკვე დათვლილია, ვაშაძე ლიდერობს აბსოლუტურად ყველგან, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაშაძე არის უპირობო ლიდერი. ჩვენს ხმებს აუცილებლად დავიცავთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)