|
2018-10-28 17:24:33, 1809 ნახვა
კომენტარი
მელია: მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ გიშველით
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენ დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი უპირობოდ მარცხდება. ამასთან, გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო რეჯიმზე გადადის, რათა ამომრჩევლების ხმები დაიცვას. „წინასწარი მონაცემებით უპირობოდ მარცხდება ხელისუფლების კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. საქართველოს ისტორიაში ტარდება არჩევნები, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბება, ამ მასშტაბის მანიპულაციები, საარჩევნო უბნებში არ ყოფილა არასდროს გამომჟღავნებული აუდიო და ფოტო მტკიცებულებების სახით. საზოგადოება, მთელი ქვეყანა, მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებს, თუ როგორ ატრიალებენ კარუსელს, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი. ახლა დარჩა მთავარი 5 საათიდან 8 საათამდე უნდა დავიცვათ, თითოეული ქართველის ხმები ყველ საარჩევნი უბანზე, გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენ დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ მათ პასუხისგება. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს თქვენ არ გიშველით, იმიტომ რომ კალენდარში დღეს არის 2018 წელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)