|
2018-10-28 13:48:37, 833 ნახვა
პოლიტიკა
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ოცნების“ აგიტატორები არიან მობილიზებული
გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან მობილიზებული, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აგიტატორებმა რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე გაკრული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტერები გადაიღ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს შენიშვნების წიგნში და საარჩევნო კომისიას ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდეს. "სადემონსტრაციო ოქმები არ იყო ან არასწორად იყო შევსებული ფხვენისის 74- ე უბანზე და ტირძნისის 62-ე უბანზე. ტირძნისის 92-ე უბანზე ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი გასცა რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ორივე ბიულეტენი განათავსა კონვერტში, რის გამოც რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა. დაახლოებით 12 საათისთვის, ხმაური იყო გორის 96-ე საარჩევნო უბანზე.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)