|
2018-10-27 15:51:48, 2141 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ გორში 9 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, დაღუპული 9 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა და გამოძიებასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. „გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად, გამოძიება ახლა გრძელდება. ეს უდიდესი ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას, რომელმაც ძალიან აქტიური მუშაობით შედეგად პირველადი შედეგი დადეს. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)