22:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 12:30:42, 2312 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი გიორგი გახარია გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და სერ გარი ჯონსონმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნას.

,,ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი შესაძლებლობები უსაფრთხოების სექტორში და კოორდინაციაში თუ როგორ განხორციელდეს ეს უკეთ. ამ მხრივ ერთობლივი მუშაობა და დიალოგი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის“, - განაცხადა სერ გარი ჯონსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics