|
2018-10-26 12:49:00, 1980 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ხუხაშვილი მაწვებოდა, დრაივია „გრეჩიხები“ გამოვიყვანოთო - ძალიან ცუდ დღეში ვიყავი
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ წლების წინ მისმა გუნდმა გამარჯვება სწორი მენეჯმენტის მეშვეობით მოიპოვა. ამასთან, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უახლოეს ერთ წელიწადში ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდება და "ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა". ივანიშვილმა მისი ხელისუფლებაში მოსვლაც გაიხსენა და დასძინა, რომ პარტიის გამარჯვებაში, ფულს მთავარი როლი არ უთამაშია. "როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში მოვედი ეს შემთხვევით არ მომხდარა. ის აგრესიული ძალა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგეთ ყველაფერი. რა თქმა უნდა მენეჯმენტში ლომის წვლილი მე მეკუთვნოდა. აქ მთავარი დომინანტი ფული არ იყო. რომ დამეჯერებინა მაშინდელი გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის, შეიძლება აბსოლუტურად გაუგებრობა მიგვეღო. სიმღერით გავიყვანეთ, რომ იტყვიან. აბა გაიხსენეთ ჩვენი დიდი მიტინგები, თუ იყო მსგავსი პრეცედენტები ადრე?! 13 კაცი ვერ გამოიყვანა ალასანიამ, ბორჯომი ჰქონდა ყველაზე მაგარი, ხუხაშვილი მაწვებოდა - დრაივია, "გრეჩიხები" გამოვიყვანოთო. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, ასე მარტივად არ იყო იქ სიტუაცია. მე არ ვიყავი მათთვის ავტორიტეტი, როგორც მენეჯერის. რამდენიმე თვე ძლივს გადავატანინე და გადავიყვანე ჩემს რელსებზე. მათთვის რომ დამეჯერებინა, შეიძლება თავშივე ჩაგვეყარა ყველაფერი წყალში. ალასანიას მივეცი მაგალითი - სად გაქვს ყველაზე კარგად საქმე, სად გყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერითქო, აი ბორჯომშიო, იქ გამიშვი და ნახე რა გავაკეთოო. წახვალ მე ვუთხარი, მაგრამ ერთ ორ კაცს, ჩემიანს, გამოგაყოლებ, რომ შევხედო. 5 კაცი ვერ გამოიყვანეს, რომ დაღამდა მხოლოდ მაშინ გამოიყვანეს 13 თუ 18 კაცი. ასეთი იყო რეალობა. იმის შემდგომ რა მივიღეთ? ეს მაქვს მხედველობაში. მინდა დავარწმუნო თანაგუნდელებიც, საზოგადოების ის ნაწილიც, და ისინიც ვინც მტრულად უყურებენ სახელმწიფოს, რომ ყველაფერი დალაგდება, ყველაფერს მიეცემა თავისი სახე და სახელი. გარწმუნებთ, რომ ოქტომბერია ყველაზე გვიანი დრო, რომ ეს დავინახოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)