|
2018-10-25 21:10:43, 1683 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისი-ვარშავას ავიარეისზე ზარი, სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა განახორციელა
ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დღეს პოლიციის განყოფილებას ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცნობათა ბიუროს ტელეფონზე დარეკა უცნობმა ქალბატონმა და ოპერატორს განუცხადა, რომ ერთ-ერთ რეისზე მჯდომ კონკრეტულ პიროვნებას და მის თანმხლებ პირს ააფეთქებდა. სამართალდამცველებმა ქალის ვინაობა უკვე დაადგინეს. ქალბატონმა სამართალდამცველებთან სატელეფონო გამოკითხვისას განაცხადა, რომ ის გაბრაზებული იყო სიძეზე და აღელვების ნიადაგზე ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორთან დარეკა. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა. ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა. როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავი უკვე შემოწმდა და მის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. მათივე ცნობით, პირი, რომელმაც აეროპორტში დარეკა და ქუთაისი-ვარშავას რეისის ბორტზე ბომბის შესახებ განაცხადა, დადგენილია
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)