|
2018-10-25 16:57:07, 1463 ნახვა
რეგიონი
გიორგი ხანიშვილი: ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რესურსია სოფლის განვითარებისთვის
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG), საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციისა (GALAG) და ევროკავშირის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა სოფლის განვითარების თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რესურსია სოფლის განვითარების საქმეში, რადგან მათი საქმიანობა მოსახლეობის მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდობის, უშუალო ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას ემსახურება. შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა, სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის კონტექსტში, მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის განვითარების ქსელი (GRDN), ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)