|
2018-10-25 10:47:50, 1221 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - 29 ოქტომბერს აპირებენ, ჩემი გადადგომა მოითხოვონ, დარწმუნებული არიან, რომ გავიმარჯვებ
„ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში „დებატები 2018" შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უნდა დასრულდეს სიძულვილი და პოლარიზაცია, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამანგრეველია. „როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გავიმარჯვე, რადგან როგორც ზოგიერთები სოციალურ ქსელებში აცხადებენ, 29-ში გამოდიან, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან არამხოლოდ გამარჯვებაში, არამედ იმაში, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ. აქ წარსულზე საუბრობდნენ, სწორედ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, არ უნდა დავბრუნდეთ იმ დაპირისპირებაში, რომელიც იყო და, რომელიც საარჩევნო კამპანიიდან ჩანდა, თუმცა არა ჩემგან. მე პირადად ერთი სიტყვაც არ მითქვამს, მაგრამ აღარ ვიტყვი, რა თქვეს, თქვენმა პარტიიდან ბატონმა უგულავამ და სხვებმა, მგონი, ეს ყველამ კარგად იცის. უნდა დავასრულეთ ეს სიძულვილი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ასევე პოლარიზაცია, რაც არის ძალიან დამანგრეველი, უნდა გადავიდეთ გაერთიანებულ საზოგადოებაზე. შეიძლება პარტიებმა განაგრძონ თავიანთი პოლიტიკური ქიშპობა, ეს ალბათ ასე იქნება, მაგრამ ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. მე დავპირდი ხალხს, რომ არამხოლოდ მოვივლიდი და მოვიარე საქართველო და რეგიონები, არამედ დავპირდი, რომ ჩავალ და არ ვიქნები ჩამჯდარი სადღაც სასახლეში. რეგიონებიდან უნდა მოვიფიქროთ, რა არის განვითარების ახალი ფორმები, ახალი მიმართულებები. ადმინისტრაციაში მეყოლება სამი საბჭო, ერთი იქნება დაუცველი ფენების, შშმ პირების საბჭო, მეორე – სამხედრო ექსპერტთა საბჭო, რათა არ დაგვავიწყდეს რომ პრეზიდენტი მთავარსარდალია", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)